ჯორჯია უელსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის წარსულთან და უკვე სულ სხვა ქალია. თუმცა, როდესაც ტელევიზიით თავის ქმარს ნახავს, რომელიც, როგორც იუწყებიან, გარდაიცვალა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიმართლე გაიგოს თავისი წარსულის შესახებ, რისთვისაც შორეულ კონგოში წასვლაც კი მოუწევს .
↧
ქვრივი (ქართულად) / The Widow / seriali qvrivi (qartulad)
↧
ბრიკლბერი (ქართულად) / Brickleberry / briklberi (qartulad)
მულტფილმი არის რეინჯერების შესახებ, რომლებიც ცდილობენ გადაარჩინონ ეროვნული პარკი .
↧
↧
სიკვდილი და ბულბულები (ქართულად) / Death and Nightingales / sikvdili da bumbulebi (qartulad)
სიუჟეტი მოგვითხრობს სიყვარულის, ღალატის, მოტყუებისა და შურისძიების შესახებ, რომელიც მე -19 საუკუნის ბოლოს ირლანდიის სოფლის ლანდშაფტების ფონზე ხდება ..
↧
მანიფესტი (ქართულად) / Manifest / manifesti (qartulad)
ავიარეისი მონტეგო 828 მშვიდობიანად დაეშვა ტურბულენტური ფრენის შემდგომ. ეკიპაჟი და მგზავრები ტოვებენ თვითმფრინავს, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ, რომ ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო 5 წლით -დაბერდა-. ხოლო მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები, რომლებიც თავდაპირველად არ კარგავდნენ ახლობლების პოვნის იმედს, აგრძელებენ ცხოვრებას .
↧
უძვირფასესი (ქართულად) / Canevim / turquli seriali uzvirfasesi (qartulad)
ომერსა და ჯეილიანს სიგიჟემდე უყვარს ერთმანეთი და ისინი დაქორწინებაზე ოცნებობენ. ჯეილანი დამლაგებლად მუშაობს, ეხმარება მშობლებს და დაიკოებს. ომერიც მუშაობს და საქორწილო თანხას აგროვებს. როგორღაც ჯეილიანმა და მისმა მეგობარმა გოგონამ აითელმა, მდიდრულ სახლში, თანბაების ოჯახში სამუშაო იშოვნეს . გოგონებმა დახმარება უნდა გაუწიონ თანბაების გაზულუქებული მემკვიდრის პატივსაცემად გამართული წვეულების მოწყობას. ეს უკანასკნელი, ჯეილიანს დაადგამს თვალს და კურკურს დაუწყებს, რის გამოც გოგონასგან სილის გაწვნას დაიმსახურებს პირდაპირ სტუმრების თვალწინ. მაგრამ თავხედი თურქი, ისეა ატეხილი ამ ამბავს ასე უბრალოდ არ გაატარებს. ჯაილიანს წინ წარმოუდგენელი სირთულეები და გამოცდა ელის
↧
↧
სასტიკი სტამბოლი (ქართულად) / Zalim Istanbul / turquli seriali sastiki stamboli (qartulad
კიდევ ერთი თურქული სატელევიზიო სერიალი, სადაც სიძულვილი და სისასტიკე მძვინვარებს... ისე მოხდა, რომ ამ ამბავის ყველა მონაწილე რთულ ვითარებაში ჩავარდა, საიდანაც გამოსვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ, არცერთი მათგანი უკანდახევას არ აპირებს, სანამ სასურველს არ მიაღწევს... განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული გაგებით, რომლებსაც საერთო ის აქვთ, რომ საკუთარ ოჯახსა და გარემოცვაზე, მის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, შიგა და შიგ უსამართლო და არაკეთილსინდისიერი გზებით... მაგრამ, ერთ მომენტში, ჩვეულებრივი ცხოვრება შეიძლება დაიშალოს და ვერაფერს შეძლებ მისი ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად
↧
სიყვარული საჩვენებლად (ქართულად) / Affluent Love / Afili Ask / turquli seriali siyvaruli sachveneblad (qartulad)
როგორც ჩანს, მათ საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ... გოგონას, რომელსაც აიშე ჰქვია, გარემოცვაში მეტსახელით - ცუდი გოგო - მოიხსენიებენ და იმიტომ, რომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს. უბრალო წვრილმანზეც კი - ქარიშხალივით დატრიალდება... ვაჟს ქერემი ჰქვია და ოქროს ახალგაზრდათა რიცხვს მიეკუთვნება. მდიდარი მშობლები ჰყავს და მალე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი უნდა გახდეს. მაგრამ, ახლა ის ჩვეულებრივი ლოველასია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუხდია ბოლომდე ქარაფშუტობის სახადი... მიუხედავად ამისა, მისგან ყველა ელის, რომ გაიზრდება, სერიოზული გახდება და ოჯახს შექმნის, მაგრამ ქერემს ამისთვის არ ცხელა .
↧
ბეჭედი (ქართულად) (თურქული სერიალები) / Halka / bechedi (qartulad)
ჯიჰანგირი და ქაანი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებია. ისინი სხვადასხვა ადგილიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ ორთავემ ერთი მიზნით გაარკვიონ წარსულის მიჩქმალული ამბები ... ამის გამო, ისინი იმ სამყაროში აღმოჩნდნენ, სადაც ყველაფერს მაფია განაგებს, სადაც ყველაფერზე ფული ბატონობს და ყველაფერი მუდმივ ინტრიგებშია გახლართული. ახალგაზრდა გმირები, იმ დანაშაულებრივი დაჯგუფებას შეეჩეხებიან, რომელთა სიმბოლოს ბეჭედი წარმოადგენს ...
↧
მარსი (ქართულად) / Mars / seriali marsi (qartulad)
2033 წელი და პირველი მისია მარსზე რეალობა ხდება. როგორც საათი ითვლის უკანასკლელ 90 წამს მარსზე დაშვებამდე.ყველანაირად მომზადებული გუნდი იქნება პირველი კოლონიის დამაარსებელი მარსზე. გუნდში გაერთიანებულია ორი ამერიკელი, ერთი აფროამერიკელი, ერთი რუსი, ერთი ესპანელი და ერთი ფრანგი .
↧
↧
ალესილი კეპები სეზონი 5 (ქართულად) / Peaky Blinders Season 5 / alesili kepebi sezoni 5 (qartulad)
ბრიტანული განგსტერული საგა, რომელშიც მოვლენები 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბირმინგემში ვითარდება. სილიან მერფი განასახიერებს ტომას შელბის, ყველაზე გავლენიანი ადგილობრივი ბანდის ლიდერს.
↧
ქალიშვილი (ქართულად) / Kizim / turquli seriali qalishvili (qartulad)
მშობლების დაშორების შემდეგ, ოიქიუ მამასთან ცხოვრობს. ისინი ერთად სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. ძალიან კარგი მეგობრები არიან და სულ ერთად იმყოფებიან. მგრამ, მოულოდნელად გოგონამ მეხსიერება დაკარგა და იგი ვერ ცნობს თავის მამას. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ადრეული ასაკიდანვე ალცჰეიმერის ავადმყოფობა ჩამოუყალიბდა. გოგონა ხედავდა, თუ როგორ იტანჯებოდა მამა შვილის მდგომარეობით და მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად კაცს ოიქიუ გააცნო. ამდენად, ეს სამეული მალე წარმოუდგენელი და საინტერესო მოვლენების მონაწილე ხდება. ისინი დანებებას არ აპირებენ, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ მოქმედება განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ბედს ..
↧
ჯარისკაცთა საძმო მინი სერიალი / Band of Brothers Mini-Series (ქართულად)
ეს ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომში, მტრის ზურგში მებრძოლ, ამერიკის ჯარის სადესანტო ქვედანაყოფ „იზი“-ს შესახებ. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია სტივენ ემბროუზის ნაწარმოებიზე სახელად - “Band of brothers”, რომელიც შექმნილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მრავალი დოკუმენტური მასალის გამოყენებით.
ჯგუფ „იზი“-ს ისტორია ახალწვეულთა ბანაკში იწყება, სადაც ამერიკელ მოხალისეთა რაზმი საბრძოლო წვრთნას გადის.
ჯგუფ „იზი“-ს ისტორია ახალწვეულთა ბანაკში იწყება, სადაც ამერიკელ მოხალისეთა რაზმი საბრძოლო წვრთნას გადის.
↧
ვიკინგები სეზონი 6 (ქართულად) / Vikings Season 6 / seriali vikingebi sezoni 6 (qartulad)
სერიალი მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე. ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინას (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია .
↧
↧
საყვარელი წარსული (ქართულად) / Sevgili Geçmiş / turquli seriali sayvareli warsuli (qartulad) (სანუკვარი წარსული, sanukvari warsuli)
სერიალი სამი დის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც გარკვეულ დრომდე ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. მალე ისინი უცნაურ წერილს მიიღებენ, რის მიზეზითაც ერთ-ერთი დის ქორწილში მოხვდებიან. ეს შეხვედრა კი - ძალიან ემოციური აღმოჩნდება და თითოეული მათგანის ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს .
↧
ელფების ქვეყანა (ქართულად) / Shadow of the Elves / animaciuri seriali elfebis qveyana (qartulad)
ერთ მშვენიერ მხარეში, ცხოვრობენ კეთილი ელფები. ისინი ძალიან უვლიან მათ მიწებს და სწორედ ამიტომ იქაურობა ბრწყინავს. მაგრამ ერთ დღესაც მათ მოუწევთ საკუთარი მიწების დაცვა .
↧
ობოლი ყვავილი (ქართულად) / Kirgin cicekler / turquli seriali oboli yvavili (qartulad)
ეილულის რთული ბედი ჰქონდა. ბავშვობაში გაღატაკებულად ცხოვრობდა დასთან, დედასთან და მამინაცვალთან ერთად. ყმაწვილქალობაში გარდამტეხი ასაკის პრობლემები გაიარა. ერთხელაც, მამინაცვალმა სხვა თვალით დაუწყო ყურება მომწიფებულ, ატკვარცალებულ გოგონას. კაცს ეილულიზე დაუფლების ჟინი გაუჩნდა... ეილულიც გრძნობდა, რომ მამინაცვლისგან კარგი არაფერი დაემართებოდა. დედამ კაცისგან დაცვის მიზნით, გოგონა გაიმეტა და ინტერნატში გაგზავნა სასწავლებლად. ეილულის პრობლემები, სასწავლებელში მისვლის დღიდანვე შეექმნა, რადგან ინტერნატი ისეთი დაწესებულებაა, სადაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იქ მიმდინარე სწავლებისა, თუ საყოფაცხოვრებო პირობებს, განსაკუთრებით, კაპიტალისტურ წყობილებაში, სადაც ასეთი დაწესებულებები, ძირითადად, მდიდართა ქველმოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ეილულის გაუმართლა და აქ მას თავშესაფრის უფროსის მოადგილე, კეთილშობილი ქალბატონი, ფერიდე გამოუჩნდა მფარველ ანგელოზად .
↧
ელვინი და თახვები (ქართულად) / Alvinnn!!! And the Chipmunks / animaciuri seriali elvini da taxvebi (qartulad)
ელვინი, საიმონი და თეოდორი ძმები არიან, ისინი ჩვეულებირვი სკოლის მოსწავლეები არიან. მაგრამ სწავლის გარდა ისინი ცნობილი, როკის ვარსკვლავებიც არიან ..
↧
↧
ელიფი (ქართულად) / Elif: Kaderimin Yazildigi Gün / elifi (qartulad)
ელიფი მამის მკვლელობაში დაადანაშაულეს, რომელიც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. 20 წლის ასაკში, გოგონამ მამის სიკვდილთან ერთად, ციხის რთული ცხოვრება გადაიტანა. ამასთან, ნათესავთა წყევლა-კრულვაც მიიღო, რომლებსაც არ სჯერათ მისი უდანაშაულობის. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, გოგონას სულიერად გატეხვა ვერაფერმა შეძლო და ის ისეთივე ღირსეული, კეთილი და დიდსულოვანი დარჩა, როგორიც აქამდე იყო .
↧
ქალი (ქართულად) / Kadin / turquli seriali qali (qartulad)
სერიალი ქალის მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს, რომელმაც ბედისწერის გადაწყვეტილებით, მშობლების გარეშე დარჩა და ახლა იძულებულია ორი პატარა ბავშვი, მარტომ გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შვილებს ყოველთვის ღიმილით შესცქერის. ის შეჩვეულია ცხოვრების სირთულეებს. ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როც დედამ მიატოვა. ის, მამამ და ბებიამ გაზარდა, რომლებიც რამდენიმე ხნის შემდეგ, გარდაიცვალნენ და ბაჰარი სრულიად მარტო დარჩა. როცა ის ცოლად გაჰყვა სარპს, დიდი იმედი მიეცა, რომ მფარველი გამოუნდა. მასთან ორი შვილი გააჩინა. მაგრამ, ქალს ახლაც უმტყუნა ბედმა - სარპიც მალე გარდაეცვალა... შემდეგ კი - ბაჰარს ბედმა ახალი სიურპრიზი გაუმზადა - საიდანღაც დედამისი გამოჩნდა ..
↧
მოსიარულე მკვდრები სეზონი 10 (ქართულად) / The Walking Dead Season 10 / seriali mosiarule mkvdrebi sezoni 10 (qartulad)
პოლიციელი რიკის გადარჩენილმა რაზმმა ახალი თავშესაფრის ძიებისას გაიგო, რომ სხვა გადრჩენილ რაზმები თავისი კანონებით ცხოვრობს. ნახევრად შეშლილი და სასტიკი ლიდერი გუბერნატორი გადარჩა, ციხის ტერიტორიაზე შესახლდა და თავის იქაურობას უცხოებს არ აკარებს. მძიმე ბრძოლების გადატანის შემდეგ, რიკმა შეძლო ციხის დაკავება, მაგრამ გუბერნატორმა ალიანსი შეკრა კიდევ ერთ მტრულად განწყობილ გადარჩენილ რაზმთან და რიკს ახალი რაზმის შექმნის საშუალება არ მისცა. მათთან ბრძოლის შედეგად, რიკის რაზმი პატარ-პატარა ჯგუებად დაიყო და ახალი თავშესაფრის ძებნას შეუდგა. მათ თავი შეაფარეს ტერმინალს, რომლიც მაცხოვრებლებიც სტუმრებს თითქოს თბილად შეხვდნენ. მაგრამ, ეს შეხვედრა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ახალი კოშმარის დასაწყისი იყო: ტერმინალის მაცხოვრებლებმა საკვების პრობლემა, პოსტაპოკალიფსურ ამერიკაში ძალიან მარტივად გადაწყვიტეს - გადავიდნენ ადამიანის ხორცის ჭამაზე. მათ გზებზე გამოაკრეს გადარჩენილთა თავშესაფარში მისაზიდი, სატყუარა პლაკატები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიკის რაზმი შესაჭმელად განწირულია ...
↧